რუსთავის # 5 საჯარო სკოლა მეექვსე კლასის მოსწავლემ და მისმა დედამ დატოვეს
რუსთავის # 5 საჯარო სკოლა მეექვსე კლასელმა გოგონამ და მისმა დედამ ცოტა ხნის წინ დატოვეს. სკოლიდან, ისინი რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა.
როგორც ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.
პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები ამ დრომდე სკოლასთან რჩებიან.
რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და ,,ბულინგში” ადანაშაულებს.
მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. პედაგოგის მტკიცებით, მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.