საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება. კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიაწვდიან.
საყოველთაო განხილვების შემდეგ პროცესი კვლავ პარლამენტში დაბრუნდება. საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
კიდევ ერთი ოპოზიციასთან შეუთანხმებელი საკითხი საარჩევნო ბლოკებს ეხება. მმართველი გუნდის პროექტი წინასაარჩევნოდ ერთჯერადად ბლოკების შექმნას არ უშვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები