მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
მოსკოვში სანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახაროვის მოედანზე ვლადიმერ პუტინის ოპოზიცია შეიკრიბა. აქციას ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნიც ესწრება.
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა და გასამართლებულთა გამოშვებას ითხოვენ.
„ამ აქციით მხარს ვუჭერთ „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან გამოგონილ დანაშაულებზე. აქცია იმართება მათ მხარდასაჭერად, ვინც დაზარალდა სამართალდამცველთა მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის დევნისას. გამოვედით იმის გამოსახატად, რომ არ ვეთანხმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მოსამართლეებს გამოაქვთ“ – ნათქვამია ორგანიზატორების „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ივლისსა და აგვისტოში მიტინგებზე პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა, მათგან 6 უკვე გასამართლებულია და სასჯელს იხდის, კიდევ ექვს