საფრანგეთი ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკს გლოვობს
საფრანგეთი ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკს გლოვობს. წვიმის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად ელისეის სასახლესთან რიგები არ წყდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას პარიზში, სენ-სულპისის ეკლესიაში, ხვალ საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიც დაესწრებიან. საფრანგეთში 30 ქვეყნის პირველი პირი და დელეგაცია ჩავა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 26 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟაკ შირაკი პრეზიდენტის პოსტს ორი ვადის განმავლობაში, 1995 წლიდან 2007 წლამდე იკავებდა, პრეზიდენტობამდე კი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში პარიზის მერი იყო.