ირანი აშშ-სგან 50 მილიარდ დოლარს ითხოვს

,,თუ აშშ-ს სურს, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმება შეასრულოს, ვაშინგტონმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაგვიხადოს,” – ამის შესახებ ირანის იუსტიციის მინისტრმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა სანქციების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას წარმოადგენს. რეზაი ამბობს, რომ ვაშინგტონს ირანის სავაჭრო კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის ბლოკადაში მოქცევა სურს.

მისი განცხადებით, აშშ საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს, ვინაიდან არ სურს იმის აღიარება, რომ ნავთობ-ტერმინალებზე ავიაიერიში ჰუსიტებმა მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბერის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენ. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები