საუდის არაბეთში მეფის პირადი მცველი მოკლეს
საუდის არაბეთში მეფის პირადი მცველი მოკლეს. მეფე სალმანის დაცვის წევრს თავისი მეგობრის სახლში იარაღი ესროლეს.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, სტუმრად მისულ მამაკაცს ერთ-ერთ სტუმართან მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც სროლა დაიწყო. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ყველაზე მძიმედ მეფის მცველი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.