თორნიკე მამალაძე: თუ სინოდზე მოწმის სახით არ დამიბარებენ, საჯაროდ ვიტყვი ყველაფერს, რაც ვიცი
თორნიკე მამალაძე ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში იმყოფება და პროტესტს აგრძელებს.
მამალაძის განცხადებით, საპატრიარქოს ბევრი რამის გასაჯაროება არ სურს, ამიტომ დეკანოზს არ იწყალებენ. თორნიკე მამალაძის კიდევ ერთი მოთხოვნა საპატრიარქოს წმინდა სინოდზე დასწრებაა, რათა მან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საჯარო განცხადებას გააკეთებს.
,,ჩემს ძმას არ ათავისუფლებენ, იმ ინფორმაციების გამო, რაც მან იცის, მაგრამ ამ ინფორმაციებს მეც ვფლობ და ვაპირებ, რომ წმინდა სინოდს მოვახსენო. თუ არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა მოწმის სახით, იძულებული ვიქნები, ყველაფერი საჯაროდ ვთქვა”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.