ვარკეთილში, ავარიული სადარბაზოს მცხოვრებლებს მაშველები ეხმარებიან

ვარკეთილში, 322-ე კორპუსში, საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა, რის შემდეგაც მოქალაქეებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.

მეხანძრე-მაშველები, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-დან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები. სადარბაზოდან  მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები