ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული ოჯახები სასტუმროში დააბინავეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული ოჯახები სასტუმროში დააბინავეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112″-დან შევიდა შეტყობინება, რომ ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარულია იყო კედლები.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოდან 18 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ყველა შესაბამისი სამსახურის ჯგუფები.

ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ეს კორპუსი აქამდეც ავარიული იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები