ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო, მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია სრულად განხორციელდა.
​როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან ორი მოქალაქე ჩამოიყვანეს, რომლებსაც დამოუკიდებლად ჩამოსვლა არ შეეძლოთ.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები