კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 57 წლის მამაკაცს ბრალი მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობაში ედება.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – მე-11, 151-ე და 126 -ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულ მუქარას, შეურაცხყოფას, ძალადობას გულისხმობს. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით მამაკაცისთვის პატიმრობა მოითხოვა.