ზუგდიდში ძმამ ძმა მოკლა – დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი – 1983 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს. ​დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით, სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა. ​

სამართალდამცველებმა, ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს,აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები