სუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს დაეთმო.
ისაუბრეს ინციდენტების პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმზე, ასევე, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.
მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები