28 სექტემბერს საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ ოფიციალურ საერთაშორისო მატჩს გამართავს

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ ოფიციალურ საერთაშორისო მატჩს გამართავს.

როგორც ,,კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს გუნდი ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს შევარდენის სარაგბო ბაზაზე (თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 112) დაუპირისპირდება.

მატჩი ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ძირითადად ქართულ გუნდებში მოთამაშე სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. უკვე დაგეგმილია ორი საერთაშორისო მატჩი.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წელს დაარსდა. 2016 წლიდან კი აღიარებულია სამინისტროს მიერ. 2017 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი იღებს მონაწილეობას.

მატჩის გენერალური სპონსორია adjarabet.com-ი, სპონსორი – სამშენებლო კომპანია ‘VIP +’.

პარტნიორები – ჟურნალი ‘OK!’, „ჰელოუ ჯორჯია“, ჯეოსპორტი, „შტატი 51“.

მედია მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, სეტანტა ჯორჯია.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი: ‘Instat’.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები