ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო.

სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი  და აქტივობებში ჩართვა 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

28 სექტემბერს, 13:00 საათზე სპორტული სოფლის წარდგენაა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

პარალელურად, ბავშვთა და სასკოლოს პორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ჩატარდება გარბენი. 17:00 საათზე კი, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სპორტის კვირეულს საქართველო მეორედ მასპინძლობს. კვირეულის ორგანიზატორი ევროკომისიაა. კვირეულს კოორდინაციას უწევს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები