შეწყალების საქმეზე პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებიც დაიბარეს

პატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ხვალ, 28 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ.
უწყებაში გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა 13:00 საათზე არიან დაბარებულნი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხეს. არც ერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები