სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს აკადემიას საჩუქრად ტრადიციული ქართული საბრძოლო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში გრძელდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას დღეს West Point-ის სამხედრო აკადემიაში, გენერალმა დერილ ვილიამსმა უმასპინძლა.
მათივე ცნობით, კადეტებთან დისკუსიაზე, რომელთა შორის 4 ქართველი სტუდენტიც არის აქტუალური თემები იქნა განხილული.
“მიხარია, რომ დღეიდან აკადემიის სტუდენტებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ტრადიციული ქართული საბრძოლო აღჭურვილობა, რომელიც აკადემიას საჩუქრად გადაეცა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები