გედევან ფოფხაძე: იმედია, ზარდიაშვილი პირობას შეასრულებს და ბოდიშს მოიხდის

ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული, – ეს კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დროს დაუსვა.

საპასუხოდ ვასაძემ აღნიშნა, რომ არც ფოფხაძე და არც ბესელია კორუმპირებულები არ არიან.

რის შემდეგაც, გედევან ფოფხაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას კორუმპირებული უწოდა, ბოდიშს მოიხდის.

„იმედია, ზარდიაშვილი პირობას შეასრულებს და ბოდიშს მოიხდის, რადგან მან თქვა, რომ თუკი ერთი ადამიანი იტყოდა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებული არ არის, ის ბოდიშს მოიხდიდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც ბესელია ზარდიაშვილს ხელით შეეხო, ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას კორუმპირებული რამდენჯერმე უწოდა. აქვე, ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი ერთი ადამიანი მაინც იტყოდა, რომ ბესელია არ არის კორუმპირებული, ის ბოდიშს მოიხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები