ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – არიან დაშავებულები

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩისა და ჩიქოვანის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს “ნისანის” და “ბე-ემ-ვეს” მარკის მანქანები შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ წუთას არიან შემოყვანილები, მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ კვლევები და მკურნალობა”, – განაცხადა ორჟანიამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები