7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით თავისყფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ გარდაცვლილი ჩვილის ოჯახის წევრების უკმაყოფილება გმაოიწვია.

მათი თქმით,  სასამართლოს ბრალდებულის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი უნდა გამოეყენებინა.
” ჩვენ ვითხოვდით კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. ეს არაა სამართალი. დედამ განზრახ მოკლა ჩვილი და 6 წელი მიესაჯა. ეს არაა სამართალი, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. არ გამოვრიცხავთ აქციებს პარლამენტის წინ”, – განაცხადა დაღუპული ჩვილის ოჯახის ახლობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები