გორის რაიონული სასამართლო 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე დღეს იმსჯელებს

გორის რაიონული სასამართლო 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოიტანს. საქმე 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მომხდარ შემზარავ ფაქტს ეხება.

პოლიციამ 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილი ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავა. ბრალდებული დედის უფლებებს თავდაპირველად საზოგადოებრივი ადვოკატი – ქეთი გაგოევი იცავდა, შემდგომ არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებების დაცვის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ჩაერთო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი – ერმილე ჭეიშვილი დაიცავს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები