ყველაზე ღარიბები და მდიდრები ევროპაში – რა მდგომარეობაა საქართველოში, რას აჩვენებს სტატისტიკა?

 

„საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე“ – ეს განცხადება საქართველოს აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა NDI-ის კვლევებშიც. მოსახლეობის 32 % ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სწორედ სიღარიბის დაძლევას მიიჩნევს. საკითხის აქტუალურობას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებს.

მაგალითად, საერთაშორისო სერვის ცენტრის vividmaps-ის მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-5 პოზიციაზეა და მხოლოდ კოსოვოს, სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს. როგორც ირკვევა, ევროპის მასშტაბით, ღარიბებს შორის ყველაზე ღარიბები, პროცენტულად საქართველოში და რუმინეთში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 5 % დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობდა. რუმინეთში მოსახლეობის ეს კატეგორია 5.7% -ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი საქართველოში 20-21 პროცენტია, თუმცა როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტი, დაახლოებით, 35-40 პროცენტია.

ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების ტოპ 10-ეული მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება:
1. მოლდოვა ($5 661)
2. უკრაინა ($8 713)
3. სომხეთი ($9 456)
4. კოსოვო ($10 515)
5. საქართველო ($10 747)
6. ალბანეთი ($12 507)
7. ბოსნია ($12 724)
8. მაკედონია ($14 914)
9. სერბეთი ($15 000)
10. აზერბაიჯანი ($17 492

რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ევროკავშირში? ევროსტატის ანგარიშის თანახმად, სიღარიბის ზღვარს მიღმა ანუ უკიდურეს გაჭირვებაში ევროკავშირის მოსახლეობის 8.1 % ცხოვრობს. საინტერესოა, რომ ევროკავშირის სტანდარტებით უკიდურესად გაჭირვებულად ითვლება პირი, რომელსაც არ აქვს საშუალება წელიწადში ერთხელ ერთკვირიან შვებულებაში წავიდეს. დღეგამოშვებით ვერ ჭამს ხორცს, თევზს ან ქათმის ხორცს. არ შეუძლია სარეცხი მანქანის, მობილური ტელეფონის და ტელევიზორის შეძენა.

უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყველაზე მცირე რაოდენობა შვედეთში ფიქსირდება. ამ სკანდინავიურ ქვეყანაში, ასეთი მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ია. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ლუქსემბურგელების 2%. შედარებით უარესი მდგომარეობაა ფინეთში, სადაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 2.2 %-ს არ აღემატება. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ჰოლანდიაშიც. ტიტების ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2.6% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

რაც შეეხება ღარიბებს, ასეთი ევროკავშირის 28 ქვეყანაში 118 მილიონია, რაც მოსახლეობის 23,7 % -ს შეადგენს. ყველაზე ბევრი ღარიბი ბულგარეთში ცხოვრობს. მათი რაოდენობა ამ ქვეყანაში 38.9 %-ს აღწევს. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა რუმინეთშიც, სადაც ღარიბი მოსახლეობის წილი 35.4% -ს აღემატება. მოსახლეობის 34.8 %-ია ღარიბი საბერძნეთშიც. სიღარიბის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ლატვიაში, (29.6 %) ლიტვაში, (28.9%) იტალიაში, (28.2%) ხორვატიაში,(27.9%) ესპანეთში,(26.3%) და უნგრეთში,(25.2%).

ევროსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე ცოტა ღარიბი ისლანდიაში (12.2%) და ჩეხეთში (12.2%) ცხოვრობს. კარგი მაჩვენებელი აქვს ფინეთს, (15.7%) ნორვეგიას,(16.1%) სლოვაკეთს, (16.3 %) ჰოლანდიას,(17%) სლოვენიას,(17.1%) ანალოგირი მდგომარეობაა საფრანგეთშიც (17.1%) 20 პროცენტზე ნაკლებია ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა დანიაშიც, ( 17.2%) შვედეთში (17.7%) შვეიცარიაში (17.8%) ავსტრიაში, (18%) გერმანიაში,( 19%) მალტაში, (19.2%) და პოლონეთში.(19.5%).

საერთაშორისო სერვის ცენტრის vividmaps-ის მონაცემებით ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ლუქსემბურგია. 2018 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები ამ ქვეყანაში 106 304 დოლარს შეადგენს.
ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. ლუქსემბურგი ($106 374)
2. ირლანდია ($75 538)
3. ნორვეგია ($71 831)
4. შვეიცარია ($61 422)
5. სან-მარინო ($59 466)
6. ჰოლანდია ($53 635)
7. ისლანდია ($51 842)
8. შვედეთი ($51 475)
9 გერმანია ($50 425)
10. დანია.($49 883)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები