TBILISI MURAL FEST – ევროპელი მხატვრების ვორკშოპი გაიმართება

26 სექტემბერს, 18:00 საათზე, TBILISI MURAL FEST-ის ფარგლებში, ფესტივალის თანამასპინძლის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, გაიმართება ერთდღიანი ვორკშოპი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და სტრიტ არტით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის. ვორკშოპს გაუძღვებიან ევროპელი მხატვრები.
პირველი საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST-ი 17-25 სექტემბერს მიმდინარეობს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსი ბერლინელ მხატვრებზეა, თუმცა მათთან ერთად, ქალაქს მოხატავენ სხვა ევროპელი, მათ შორის ქართველი მხატვრებიც. ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება შეხვედრები მხატვრებთან, ღია ვორქშოფი და პოდიუმის დისკუსია ქუჩის მხატვრობის და ურბანული განვითარების შესახებ.

მის: ვლადიმერ გაბაშვილის #10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები