ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა განახლდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო მასალა მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებს, წინასაპროექტო კვლევებს,გარემოსდაცვით და სოციალურ დოკუმენტაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები