საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მერიის მხარდაჭერით, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

“ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

გალა კონცერტი დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალს “კავკასია 2026” ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები