ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი უნდა მოიცავდეს ამორტიზებული სტადიონის რეკონსტრუქციას UEFA-ს III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას.

არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე უნდა მოეწყოს განახლებული ტრიბუნები, მედია სივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები