მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.
მუნტეანუს თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა პრემიერ-მინისტრის მანდატის შესრულებას საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად.
„დღეს ვასრულებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. პრემიერ-მინისტრობის შეთავაზება დიდი პასუხისმგებლობითა და იმ მტკიცე რწმენით მივიღე, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო პოზიტიურ ცვლილებებში. როგორც კი მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი ჩემი მანდატის შესრულებას ჩემი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად, გადავწყვიტე გადამდგარიყავი“, – დაწერა მუნტეანუმ.
მოლდოვის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის გადადგომასაც ნიშნავს. ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარადგინოს.