“კიევზე თავდასხმის შედეგად 10 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ობოლი დარჩა” – კლიჩკო

რუსეთის მასირებული სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკო განაცხადა, რომ 10 წლის ბიჭი, რომლის მშობლები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან, სავარაუდოდ, ობოლი დარჩა.

მერის ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად საავადმყოფოში ბაბუასთან ერთად იმყოფება.
კლიჩკოს თქმით, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 15 წლის გოგონა, ხოლო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე მეორე დღეა გრძელდება.

„10 წლის ბიჭი, რომლის მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, სავარაუდოდ, ობოლი დარჩა. ის ახლა საავადმყოფოში ბაბუასთან ერთად იმყოფება,“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

უახლესი ოფიციალური მონაცემებით, კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია 30 ადამიანი, ხოლო 92 დაშავდა. მაშველები ნანგრევებში დაკარგულ ადამიანებს კვლავ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები