რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი
“სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის თავმოყვარე ქვეყანა.
„სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში რომ შემდეგ საქართველო მათთვის იყოს პაიკი. ამას რასაკვირველია არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყანა, გვაქვს ღირსება, რომელსაც ყოველთვის დავიცავთ. როგორც არ უნდა ეცადონ ეს ადამიანები საქართველოს იმიჯის შელახვას, საბოლოო ჯამში მხოლოდ შელახული იმიჯის მიღება მოუწევთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.