მთავრობა სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტს 20 მილიონით ზრდის

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვრების მოწყობა და სხვა.
2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები