კომერციული ბანკების მოგება 8 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2019 პირველ 8 თვეში ქართული ბანკების მოგებამ 553.5 მილიონი ლარი შეადგინა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების მოგება 8 %-ით გაიზარდა.
ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკებმა 1,281,465,000 ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. რაც შეეხება ჯარიმებისა და საურავების აკრეფით მიღებულ შემოსავლებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 60,910,000 ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებით 253,586,000 ლარი გამოიმუშავეს. მიმდინარე წლის 8 თვეში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 2,869,497,000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები