გორში მტკვარმა 80 წლის ქალის სხეული გამორიყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა დაახლოებით 80 წლამდე ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი გუშინ მეთევზეებმა აღმოაჩინეს.

როგორც შსს-ში “კვირას” განუცხადეს, ამ დროისთვის, ქალბატონის ცხედარი იდენტიფიცირებულია და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 -5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები