ირაკლი სესიაშვილი: რამზან ახიადოვის საკითხზე პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, მისი ექსტრადირების საკითხი არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია.

“რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული – ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს სესიაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს.

“თუმცა, მათგან გასაკვირია არაფერია. რადგან თუ ჩვენს მოვახდინეთ ტერორისტის ექსტრადირება საქართველოდან, ჩვენმა ტერორიზმის დამცველმა ოპონენტებმა, 2010 წელს საქართველოში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს, სხვათა შორის, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები