მილა იოვოვიჩი ევრომაიდანს მხარდაჭერას უცხადებს
კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის – არნოლდ შვარცენეგერის შემდეგ, ევრომაიდანს უკრაინელი წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა მილა იოვოვიჩმა გამოუცხადა მხარდაჭერა.
“ვზივარ და ახალ ამბების ვუყურებ. გული მწყდება, ჩემი უკრაინელი ხალხი, როგორ იტანჯება რწმენის გამო. ძალიან ბევრს ვლოცულობ მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღებად. უკრაინა, მე შენი მჯერა”, – გამოაქვეყნა მსახიობმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მილა იოვოვიჩი კიევში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ – ლოს- ანჯელესში. მსახიობი ცნობილია ფილმებიდან: „მეხუთე ელემენტი“, „ჟანა დ`არკი“.