არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს, პოლ ლეხმანის პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და განაცხადა, რომ ვინაიდან ბრალდებული სხვა ქვეყნის მოქალაქეა შესაძლოა გამოძიებას მიემალოს. ​

​ბრალდების მხარე ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

​თავის მხრივ, ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას ან პოლ ლეხმანის აღკვეთის გარეშე დატოვებაა მოითხოვდა.

​ცნობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

​თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ საღამოს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ ადამიანს პატიმრობა მანამდე შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები