გიორგი გახარია: სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამიანები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს

0

„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში. ძალიან კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას ეხებოდა.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, პასუხისგებაში იქნება მიცემული.
„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. რა თქმა უნდა ვგრძნობ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.
​პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ აღჭურვილობით, რომელიც იმ ღამეს სამართალდამცველებს ჰქონდათ, დამიზნებით სროლა შეუძლებელია.
„სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამიანები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს,”- განაცხადა გიორგი გახარი

კომენტარები

კომენტარი