პარლამენტის შენობაში საშვების დაშვების დროებით შეზღუდვაზე ანრი ოხანაშვილი განმარტებას აკეთებს

0

რუსთაველის გაზირზე დაანონსებული აქციის გამო პარლამენტის შენობაში საშვების დაშვების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების მიზეზს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს.

დეპუტატი მიზეზად შესაძლო პროვოკაციების პრევენციასა და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის სამუშაო პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებს.

,,არსებობს პარლამენტის თავმჯდომარის კონკრეტული გადაწყვეტილება, ამის საფუძველზე თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს კონტროლი საქართველოს პარლამეტში პირების შემოშვებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი