ავარია ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან – არიან დაშავებულები
ჩაქვი ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ჩაქვის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპარტრულო პოლიცია,
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
გვირაბთან გადაადგილება ამ დროისთვის შეფერხებულია.