ნინო ლომჯარია: ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ახლა ისე მიმდინარეობს, როგორც მათი რეკომენდაცია იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულით საქმის შესწავლა არ დაუწყია. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის პლენალურ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მისი ანგარიშის წარდგენაა.

„ფაქტობრივად, დღეს როგორც მიმდინარეობს გამოძიება ან ბრალი რა მიმართულებითაც იქნა წარდგენილი, ეს იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ გავეცანით უკვე დასრულებული გამოძიების მასალებს და ვთვლიდით, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ მუშაობდა, არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული სავარაუდოდ მონაწილე პირების როლი და ბრალი გამოკვეთილიყო ამ პროცესში. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ პროკურატურამ არ დაიწყო სავარაუდო სამოხელეო დანაშაულით საქმით შესწავლა, უბრალოდ, სამსახურეობრივი მოკვლევა დაიწყო და მისი შედეგებიც კი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ამაზე პროკურატურას ინფორმაციაც არ აქვს წარმოდგენილი თქვენთვის 2018 წლის ანგარიშში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმინა.

ომბუდსმენმა დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები