სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს. პროკურატურის განმარტებით, ოქრუაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდებულებს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე ცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5 000 – 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

​საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები