საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები – ოფიციალური სტატისტიკა

საქსტატის 2019 წლის იანვარ – აგვისტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 137.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (903.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (682.5 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტსა და იმპორტს, საქსტატის მონაცემებით , უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ისევ რუსეთია (338.7 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზე – აზერბაიჯანი (315.0 მლნ. აშშ დოლარი) და მესამეზე – სომხეთი (217.4 მლნ. აშშ დოლარი).

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს ყველაზე მსხვილი საიმპორტო პარტნიორი თურქეთია(993.8 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ ჩინეთი (574.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (565.2 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები