ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 25.3 %-ით გაიზარდა და 571.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქართული პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 571.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა არის 25.3 %, რაც მთლიანი ექსპორტის 23.7 %-ია. ამავე პერიოდში, იმპორტის მოცულობამ 1 479.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 24.2 პროცენტით არის გაზრდილი ქართული პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. მიმდინარე წლის იანვარ – აგვისტოში საქართველომ დსთ-ს ქვეყნებში 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი გაიტანა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 %-ია. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის მსგავსად, იმპორტი შემცირდა დსთ-ს ქვეყნებიდანაც. კლებამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.7 % შეადგინა და იმპორტის მოცულობა 1 494.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი არის 2 411.6 მლნ. აშშ დოლარი (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი (4.4 პროცენტით ნაკლები).

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები