თემქაზე ორი ავტომობილი დაიწვა

0

თემქაზე, პარკინგზე ორი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
​მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.
​შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი