პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს დაახლოებით 22 მილიონი ლარის ჯარიმები გაუუქმდებათ

​დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს დაახლოებით 22 მილიონი ლარის ჯარიმები გაუუქმდებათ.
როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს, 2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები გაუუქმდებათ:
16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს;
სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
პენსიონერებს;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
მარტოხელა მშობლებს;
დევნილებს.
გაუქმებას არ ექვემდებარება 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევის შედეგად დაკისრებული ჯარიმები”, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები