ლიბერიაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 30-მდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლიბერიაში, ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 30-მდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბავშვებს ეძინათ. ადგილობრივი სამართალდამცველის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება ცხედრების ამოცნობის პროცესი.
მისივე განცხადებით, გარდაცვლილები დაახლოებით 10-დან 20 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები არიან.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი ჯერ ახლომდებარე მეჩეთს გაუჩნდა, შემდეგ კი, სკოლის შენობაზეც გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.