„A Human Race“ – თამარ ფუტკარაძის ცხრა ვოკალური საგა შესრულდება

22 სექტემბერს, 19:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია წარდგება პროექტით: კონსერვატორიის დოქტორანტი სტუდენტის, კომპოზიტორ თამარ ფუტკარაძის ნაწარმოები: „A Human Race“ – ცხრა ვოკალური საგა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცხრა ვოკალური საგა – „A Human Race“, ირლანდიელი პოეტის შეიმას ო ტუამას ლექსების მიხედვით შეიქმნა.
კონცერტი-პერფორმანსის შექმნის იდეა ინსპირირებულია ბრიტანეთის საბჭოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესექსის უნივერსიტეტის, Change School-ის პროექტის – Creative Spark-ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები