ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელი პროდიუსერის, გეილ ენნ ჰერდის ფილმის ჩვენება გაიმართება

19 სექტემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, გეილ ენნ ჰერდის (The Terminator, The Walking Dead, Aliens, Armageddon…) და რეჟისორ ვალერი რედ-ჰორსის დოკუმენტური ფილმის „Mankiller“ ჩვენება გაიმართება, რომელსაც პროდიუსერიც დაესწრება.
გეილ ენი საქართველოში ორგანიზაციის „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“ (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოდის და, 15-დან 23 სექტემბრამდე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება.
„Mankiller“ ჩრდილოამერიკელი ინდიელების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტის, ვილმა მენქილერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1985 წელს ჩეროკების ტომის პირველი ქალი ბელადი გახდა. ფილმის პრემიერა 2017 წელს ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე შედგა.
ჩვენების შემდეგ პროდიუსერი მაყურებლის შეკითხვებსაც უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები