თბილისის მერიის „ბიგ-ბენდი“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონცერტს გამართავს

18 სექტემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ეზოში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით,  თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონცერტს გამართავს და სწავლის დაწყებას მიულოცავს.
როგორც „კვირას“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ სოლისტები: მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ვასილ დოლიძე, თემო საჯაია.

დასწრება თავისუფალია.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #40.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები