მარიო გატიკერი: საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის მარიო გატიკერის თქმით, მიუხედავად რიგი მიზეზებისა, ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ამ თხოვნით მიმართავს მათ, აუცილებლად მიიღებს უარს და დააბრუნებენ საქართველოში.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ შინაარსის დეკლარაციას მოაწერეს ხელი მან და შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

“გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციას, რადგან საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ეს დეკლარაცია უბრალოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობა სწორედ მიგრაციის საკითხებში.

​მიზეზი ეკონომიკურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეხუთე ადგილზეა თავშესაფრების მოთხოვნის კუთხით, მესამე ადგილზეა ახალჩამოსულთა სტატისტიკით. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს და ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურია. რაც შეეხება პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებს, 2016 წლის შემდეგ მივიღეთ დაახლოებით ორიათასამდე მოთხოვნა. მათ არანაირი კონკრეტული საფუძველი, თუ რატომ ითხოვდნენ თავშესაფარს, არ ჰქონდათ. ჩვენ ამას დაუსაბუთებელ აპლიკაციასა და განაცხადს ვეძახდით. არც ერთი არ დაკმაყოფილდა და ეს იყო თავად თავშესაფრის მაძიებლებთა შესახებ კანონის უხეშად დარღვევა.

​ჩვენი, როგორც შვეიცარიის მთავრობის, პასუხია: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, ვიზალიბერალიზაციის ღირსია საქართველო და მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე და ამას მხარს თავიდანვე ვუჭერდით, თუმცა ის ზომებია მიღებული, რომ ყველა ქართველი, რომლებიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ამ თხოვნით მოგვმართავს ჩვენ, აუცილებლად მიიღებს უარს და აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში. სწორედ ეს ეხმარება საქართველოს და იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არ შეწყდეს”, – განაცხადა გატიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები