რატომ არ უყვართ რუსეთი ფინეთში?

“რუსეთთან ხანგრძლივმა და რთულმა თანაცხოვრებამ ფინეთში რუსულ პროპაგანდაზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავა” – ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს მიერ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე გაკეთებულ ამ განცხადებას ფეისბუქგვერდი “სიმართლე რუსულად” ეხმაურება.

საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულ გვერდზე ვრცელი პოსტი განთავსდა.

“რატომ არ უყვართ რუსეთი ფინეთში?

რატომ დასცინიან ფინელები იმ ერთეულებს, რომლებსაც უყვართ რუსეთი?

რატომ არ ხუჭავენ თვალებს ფინელები რუსეთის
ქმედებებზე?

რატომ არის რუსეთი ყველასთვის საშიში და მიუღებელი?

1809 წელს ფინეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც ფინეთის დიდი სამთავრო. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთმა ფინეთის დიდი სამთავროს ავტონომიის შესუსტება დაიწყო. ამ პერიოდს ფინელები” ტანჯვის პირველ პერიოდს“ უწოდებენ. 1907 წლიდან დაიწყო მაქსიმალური დაახლოება რუსული მოდელისადმი და ფინეთის კანონთა კრებულის უნიფიცირება; ფინეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი ენა: ფინური და რუსული; ამ პერიოდს ისინი „ტანჯვის მეორე პერიოდს“ უწოდებენ.

ფინეთმა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1917 მოიპოვა. 1918 წლის იანვარში წითელმა გვარდიამ საომარი მოქმედებები დაიწყო. 1918 წლის თებერვალში ფინეთის ჯარების მეთაურმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა ბოლშევიკების გაძევება შეძლო. თუმცა, ქვეყანას მოუწია კარელიის დათმობა.

სტალინის აღზევების პერიოდში ფინეთი კვლავ გახდა კრემლის სამიზნე -1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირი ფინეთის ტერიტორიაზე მოგონილი საბაბით შეიჭრა და „ზამთრის ომი“ დაიწყო.

„ზამთრის ომში“ ფინეთის შეიარაღებულ ძალებს სათავეში 72 წლის მხედართმთავარი კარლ გუსტავ მანერჰაიმი ედგა. უთანასწორო ომი 104 დღეს გაგრძელდა და პატარა
ფინეთისთვის ქვეყნის 10% ტერიტორიის დაკარგვით დასრულდა. ამ მძიმე ომში ფინელებმა 26 ათასი მეომარი დაკარგეს, ხოლო დაახლოებით 40 ათასი დაიჭრა ან დასახიჩრდა.

ფინელებმა ამ ბრძოლებში საოცარი შეუპოვრობა, გმირობა, წარმოუდგენელი სიმამაცე აჩვენეს მსოფლიოს. საბოლოოდ, მრავალი წარმატებული თავდაცვითი ბრძოლის მიუხედავად, ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ძალიან მძიმე სამშვიდობო შეთანხმების დადება მოუწია. 450 ათას მეტმა ფინელმა მშობლიური და უკვე ოკუპირებული მიწა დატოვა და ქვეყნის სხვა ნაწილში გადასახლდა.

„ზამთრის ომში“ საბჭოთა კავშირის დანაკარგი ბევრად მეტი იყო: 140 ათასი მოკლული, დაახლოებით 300 ათასი დაჭრილი. საბჭოთა კავშირმა 2300 ტანკი და ჯავშნიანი მანქანა დაკარგა. საბჭოთა იმპერიისთვის ეს სამარცხვინო შედეგი იყო”, – ნათქვამია პოსტში.

რუსეთთან ხანგრძლივმა და რთულმა თანაცხოვრებამ ფინეთში რუსულ პროპაგანდაზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე აღნიშნა.

როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტმა აქცენტი იმ ფაქტორზეც გააკეთა, რომ ფინეთში რუსეთის მოყვარულ ადამიანებს დასცინიან.

„როგორც იცით, რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი და ხშირად ძალიან რთული გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება რუსეთის ამჟამინდელ გავლენებს, კერძოდ, დემოკრატიაზე ჰიბრიდულ თავდასხმებს, ამას ერთ მუშტად შეკრული საზოგადოებით ვპასუხობთ. ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთი უყვართ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენთან დასცინიან – ამიტომ მათი რაოდენობა ძალიან მწირია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ამასთან მან განაცხადა, რომ რუსეთის ჰიბრიდული გავლენების შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს: „არ ვხუჭავთ თვალს – ასეთ გავლენებს ვაანალიზებთ და მზად ვართ მასთან გასამკლავებლად ზომები მივიღოთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები